LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

348
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 14:22-დან 19:05 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პლუტონისა და მარსის ენერგიების შეერთება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გააძლიერებს გაღიზიანებას და აგრესიას ხალხის მასებში, მოიმატებს სოციალური წინააღმდეგობები და ფეთქებადი სიტუაციები, გაიზრდება ეკოლოგიური და ტექნოგენური კატასტროფების რიცხვი მთელ მსოფლიოში.

ეცადეთ იმოქმედოთ აქტიურად, თუმცა არ ღირს გარისკვა.

აუცილებლად მიიყვანეთ ბოლომდე დაწყებული საქმე, არ ღირს ხვალისთვის იმის გადადება, რისი გაკეთება დღესაც შეგიძლიათ.

პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ უმიზეზოდ კამათს, ეჭვიანობას და პარტნიორისთვის პრეტენზიის წაყენებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ხელშეკრულებების გაფორმება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. მოერიდეთ თვალების გადაღლას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს, ყელს, ენდოკრინულ სისტემას და გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, აქატი, მალაქიტი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები