მალე როკ-ბენდი, Ბონ ჯოვი 40 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღის პატივსაცემად მალე ჯგუფის ბიოგრაფიული ფილმი, Thank You, Goodnight: The Bon Jovi Story გამოვა.
ოთხნაწილიანი დოკუმენტური სერიალის პრემიერა 26 აპრილს Hulu-ზე შედგება. ფილმი ჯგუფის ყველა ყოფილ და ახლანდელ წევრთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ფილმს დოკუმენტალისტი, Religion of Sports-ის ავტორი გოთამ ჩოპრა იღებს, რომელსაც ნამუშევარი აქვს დოკუმენტურ ფილმებზე ისეთი სპორტსმენების შესახებ, როგორებიც არიან ტომ ბრედი, კობი ბრაიანტი, ლებრონ ჯეიმსი და სხვები…
Ბონ ჯოვის 40 წლის იუბილეს აღნიშვნა 2 თებერვალს, „გრემის“ დაჯილდოებამდე ორი დღით ადრე დაიწყება.
პრემიერა: Bon Jovi ახალ ნამუშევარს აქვეყნებს
„ეს მათთვის, ვინც საკუთარს არ თმობს“ – ბონ ჯოვი ვიდეოს ავრცელებს